„რეგიონული მედიის ასოციაცია“ აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

10 დეკემბერი 2019, 15:48 1602 ნახვა

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ აჭარის  უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ღია წერილით მიმართავს. ორგაიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყურადღებით აკვირდებიან ბოლო პერიოდში მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ასარჩევად ემზადება. არჩევა კი ორგანიზაციის გაცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც დირექტორის არჩევას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე   ჟურნალისტების მხრიდან.

გამოცხადებულ კონკურსში ბევრი ღირსეული კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლაშა ზარგინავას კანდიდატურა განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს. იგი ერთადერთი ჟურნალისტია იმ 9 კანდიდატს შორის, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. შესაბამისად, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს კარგად იცნობს.აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი