ციხეებში ზოგი პატიმარი პრივილეგირებულია და არაფორმალურად დავებსაც წყვეტს - სახალხო დამცველი კრიმინალურ სუბკულტურაზე 

10 დეკემბერი 2019, 13:25 2396 ნახვა

ფოტო: არ არის გადაღებული ქართულ ციხეში, აღებულია სოციალური ქსელიდან.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს რომ ციხეებში არაფორმალური მმართველობის ფაქტები დასტურდება. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ საპატიმროებში ისევ არსებობს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებსაც პრივილეგიები აქვთ და არაფორმალურად წყვეტენ დავებს.

"2019 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა.

მონიტორინგის პროცესში, თავისუფლება შეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს.

არაფორმალური მმართველობის და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე, აგრეთვე მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT) - წერია სახალხო დამცველის გაცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი