''მრეწველები - ჩვენი სამშობლო'' საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა

12 სექტემბერი 2016, 00:00 4448 ნახვა

საარჩევნო ბლოკი ”თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” 2016 წლის 8 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.  განკარგულებაში ცესკო განმარტავს, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია, რაც რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა.  დადგენილების მიხედვით, ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგაში მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი