ქობულეთში გაუჩინარებული გოგი დოლიძის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. 17 წლის მოზარდი 2017 წლის 7 დეკემბერს სახლიდან სკოლაში წავიდა, თუმცა არც სკოლაში მისულა და აღარც სახლში დაბრუნებულა. ოჯახი გოგი დოლიძეს 2 წელია ეძებს, ამ პერიოდის განმავლობაში სამძებრო სამუშაოებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
უწყებაში ამბობენ, რომ მოზარდის ძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.