''ნაციონალურმა მოძრაობამ'' ქედის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

05 დეკემბერი 2019, 12:32 2348 ნახვა

„ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ბიძინა ივანიშვილის მონაა“- ამ განცხადებით დაიწყო საკრებულოს სხდომა ქედაში. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა განაცხადა, რომ მაჟორიტარმა ხალხი მოატყუა.

საკრებულოს წევრის თქმით, განვითარებული მოვლენების ფონზე მას მორალური უფლება არ აქვს სხდომებს დაესწროს. ვაჟა ბოლქვაძემ დარბაზი პროტესტის ნიშნად, თანაგუნდელებთან ერთად დატოვა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სხდომების დემონსტრაციულად დატოვება ''ნაციონალური მოძრაობის'' სტილია და უფლება აქვთ შეხვედრებს არ დაესწრონ. შუქრი თურმანიძე ანზორ ბოლქვაძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმება. 

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა და ორგანიზაცია ''ალტერნატივის'' წარმომადგენლებმა გუშინ ორი აქცია გამართეს და შუახევსა და ხულოში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან სტიკერები გააკრეს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი