"მონა" - სტიკერი მუხრან ვახტანგაძის ბიუროსთან აქტივისტებმა გააკრეს

05 დეკემბერი 2019, 11:50 1915 ნახვა

დღეს, 5 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტებმა, "ქართული ოცნების" დეპუტატის, მაჟორიტარ მუხრან ვახტანგაძის ბიუროს მონა დააწერეს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ყველა ის დეპუტატი "ბიძინა ივანიშვილის მონაა, რომელმაც მოსახლეობს არჩევანი წაართვა და პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დაუჭირა მხარი". 

მუხრან ვახტანგაძე იმ "ამბოხებულ მაჟორიტარებს" შორისაა, რომლებმაც მისივე პარტიის წარდგენილ საარჩევნო კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 

დაბოქლომების აქციების დაწყების შემდეგ, 22 ნოემბერს მუხრან ვახტანგაძე, სპორტსმენებთან ერთად მერიასთან მივიდა.  დაბოქლომების აქციების დაწყების შემდეგ, მუხრან ვახტანგაძე აქტივისტებს ბათუმის მერიასთან 22 ნოემბერს ელოდა, ამის შესახებ მან აჭარის მაუწყებელს უთხრა. მაშინ ვახტანგაძესთან ერთდ, მერიასთან სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ, თუმცა აქტივისტები არ გამოჩენილან.

დეპუტატი ამბობდა, რომ  არეულობის საშუალებას არავის მისცემდა.  

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი