„ხელისუფლება ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას“ - ამის შესახებ აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით აცხადებენ.
მოუწოდებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესებით. მაგალითისთვის მათ მაუწყებლის დირექტორის ფორსირებულ რეჟიმში არჩევა და დირექტორის მოადგილის ჩამოშორების მცდელობა მოჰყავთ.
პოლიტიკური პარტიების ინფორმაციით, იგეგმება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის გაუქმება. ამიტომ ისინი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ.