საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება - კონფერენცია თბილისში

02 დეკემბერი 2019, 12:18 1101 ნახვა

 რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს თბილისში, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის ეგიდით იმართება.  2-დღიანი კონფერენციის ფარგლებში  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმსჯელებენ საარჩევნო პროცესის დახვეწასა და ადმინისტრაციული  რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, მოისმენენ რეკომენდაციებს და ამის შემდეგ იმსჯელებენ, რა ცვლილებების განხორციელება შეიძლება გახდეს საჭირო, მათ შორის  საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა. კახიანი იმასაც, ამბობს, რომ  ადმინისტრაციული   რესურსის  ბოროტად გამოყენების მხრივ, ქვეყანაში პრობლემები არ  არსებობს.    საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გაკეთდა ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებითაც. 

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი