პრინციპულად მიგვაჩნია, დიალოგში ჩაერთოს „სირცხვილია“- „ლელო“-ს მოთხოვნა

30 ნოემბერი 2019, 15:20 1329 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით დიალოგში საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სირცხვილიას" ჩართვას ითხოვს. მოძრაობის ინფორმაციით, "სირცხვილიას" წვლილი უდიდესია პროპორციული არჩევნების დაპირების მიღწევაში, რადგან მათმა თანმიმდევრულმა, პრინციპულმა და სწორმა პროტესტმა შექმნა 2020 წელს არჩევნების პროპორციულად ჩატარების შესაძლებლობა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღებით, ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეიყვანა.  აუცილებელია, მოლაპარაკებები დასრულდეს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, იმედი გვაქვს, ხელისუფლება ახლა მაინც სათანადოდ გაიაზრებს მის როლს და პასუხისმგებლობას ამ პროცესში. ხელისუფლების მიერ შეთავაზებულმა მოლაპარაკებების ფორმატმა ეჭვი გაუჩინა, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს.

მათ განცხადებაში საუბარია, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი მოლაპარაკების ფორმატი შირმაა. მასზე დაპატიჟებული ოპოზიცია კი ვერაფრით ისაუბრებს აქციების საორგანიზაციო ჯგუფის სახელით. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, „ამ მორიგი ტყუილით ხელისუფლება დროს წელავს და საერთაშორისო პარტნიორებს თვალს უბამს, თითქოს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციას ცდილობს”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი