ვფიქრობ, ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წლამდე ცხინვალის ციხეს დატოვებს - გიორგი კარასინი 

29 ნოემბერი 2019, 10:14 1451 ნახვა

რუსეთის წარმომადგენელი გრიგორი კარასინი ფიქრობს, რომ დეფაქტო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წლამდე ცხინვალის ციხეს დატოვებს. ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა პრაღაში მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დელეგატმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. მათივე განმარტებით, დელეგატი ვაჟა გაფრინდაშვილს პირისპირ ესაუბრა და ის თავს ნორმალურად გრძნობს. გრიგორი კარასინმა შეხვედრის შემდეგ კვლავ ისაუბრა რუსეთის პოზიციაზე სამხრეთ კავკასიაში ნატოსა და აშშ-ის როლის გააქტიურების შესახებ, რაც კრემლის შეშფოთებას იწვევს. ცნობილი ხდება, რომ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი