"ნუ ურტყამთ კედელს თავს, არაფერი არ გამოვა" - ბიძინა ივანიშვილი აქციებზე

27 ნოემბერი 2019, 23:26 2507 ნახვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეცოდება ხალხი, რომლებიც ქუჩაში არიან, თავს ურტყამენ კედელს, მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ.

"ტრაგიკული სიტუაციაა, მთელ საზოგადოებას აწვალებენ, მე არც ის მომწონს, რომ კედლებს თავს ურტყამენ. ღამეებს ათენებენ, ერთმანეთს ამაგრებენ, ერთმანეთს ატყუებენ, ხვალ მოვალთო... შანსი არ აქვთ.

მიდიან ვაბანკზე, ზარალდებიან ძალიან,ზოგი ერთი კვირით მიდის, ზოგი უფრო მეტით პატიმრობაზე, ზოგს პატარა ტრავმა აქვს, ზოგს დიდი, მაგრამ თავგანწირულად მიდიან. ტრაგედიაა ეს ამ საზოგადოების, რომ ვერ ხვდებიან, ერთი ჭკვიანი ადამიანი რომ ჰყავდეთ და უთხრას,  ნუ ურტყამთ თავს კედელს, არაფერი გამოვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობაა" და უნდა გადავყაროთ, არა, მე ყველა მეცოდება, მათი გატეხილი თავები მეცოდება, ცოდვაა მათი ტყუილად დახარჯული ძალა და ენერგია" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში