ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან მოქალაქეები, უფლება დამცველი თამაზ ბაკურიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე მივიდნენ. მათი მტკიცებით, ანგისის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად ბიზნესმენმა მოქალაქისგან მიწა შეიძინა, სანაცვლოდ კი მას ახალაშენებულ კორპუსში ფართის გადაცემას დაჰპირდა და მასთან შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა აქციის მონაწილეების მტკიცებით, პირობა არ შეასრულა.
ფაქტის გამო, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე და დეპუტატი მერაბ ბლადაძე, თურქეთის კონსულს 3 საათზე შეხვდებიან, მიზეზად კი იმას ასხელებენ, რომ სავარაუდოდ თაღლითობაში დადანაშაულებული ბიზნესმენი თურქეთის მოქალაქეა. კითხვაზე, თუ რატომ არ მიმართავენ უფლებადამცველები შესაბამის უწყებებს თუ თაღლითბის ფაქტი დაფიქსირდა, ამბობენ რომ პროცესი გაჭიანურდება და ბიზნესნმენის გათვლაც ეს იყო.
.