ფრაქცია ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის'' თავმჯდომარე - კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ თუ პროცესები ასე განვითარდება მომავალში ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება.
პარლამენტთან მისულ დეპუტატს ჟურნალისტებმა ჰკითხეს გრძნობდა თუ არა პასუხისმგებლობას და რა აუცილებელი და გადაუდებელი საჭიროება იყო აქციის დაშლა და სპეცრაზმის გამოყენება.
'' დეპუტატი: მე ვარ დეპუტატი, არ ვარ შსს წარმომადგენელი. მე ვიღებ პასუხიმგებლობას ჩემს ქმედებებზე. მე მხარი დავუჭირე მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, აგრეთვე საპრეზიდენტო მმართველობას.ეს არის ჩემი ჩამოყალიბებული ხედვა.
თუ ეს პროცესები მომავალშიც ამგვარად განვითარდა ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით.'' - განუცხადა ჟურნალისტებს კახა ოქრიაშვილმა.
კახა ოქრიაშვილი იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორისაა, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.