9 თვეში საქართველოდან მილიონი ადამიანი გავიდა - საქსტატი

25 ნოემბერი 2019, 18:06 1800 ნახვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან უცხოეთში ძირითადად 31-50 წლამდე ადამიანები მოგზაურობენ. რაც საერთო რაოდენობის 43.7 პროცენტი აღმოჩნდა. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით კი, ამ პერიოდში ქვეყნიდან 1 მილიონი ადამიანი გავიდა. 

სტატისტიკურ მონაცემებში, ქალების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 47.0 პროცენტი შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით უცნობია ისინი, მხოლოდ სამოგზაუროდ თუ, ამავდროულად დასაქმების მიზნით გავიდნენ ქვეყნიდან. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი