სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება, სიმართლეს არ შეესაბამება.
გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, და აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზთან სამხედრო ტექნიკის ან პერსონალის მობილიზების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.