საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე - ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები: 149 გრამი ''კოკაინი'' და 64 გრამი ''ჰაშიში'' გამოავლინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 262-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.