თუ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, სავარაუდოდ მისი გუნდის წევრად მიხილავთ - მარიამ ჯაში

23 ნოემბერი 2019, 12:21 1180 ნახვა

ნაბიჯი, რომელიც ხელს უშლის პოლიტიკური პლურალიზმის ჩამოყალიბებას და ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნას, შესაძლოა, განხილულ იყოს, როგორც ერთპარტიული მმართველობის განმტკიცების რისკი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა ქართული ოცნების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაშის თქმით, „ქართული ოცნების" მხრიდან პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული პირობის უკან წაღებამ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა და დამოკიდებულება დააზიანა.

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ის, დიდი ალბათობით, მის გუნდში იქნება. 

„დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება შეიძლება, უაღრესად დადებითი ნაბიჯი იყოს. თუ კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა 2020 წელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს"- განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში