გიგა მაქარაშვილი სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს

20 ნოემბერი 2019, 18:32 1827 ნახვა

გოგა მაქარაშვილი და #სირცხვილიას სხვა აქტივისტები სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს. 18 ნოემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

სასამართლოში ხმაურია, ადგილზე პოლიცია იმყოფება. 

''მივედი რადგან გაფრთხილებული 6 საათზე იქნებოდა გადაწყვეტილება და არც ერთ წუთ დაგვიანებას არ მაპატიებდნენ. მოვედი და ვითხოვე შესვლა, მითხრეს უარი. გავიხედე უკან და ვხედავ რომ მოწმეები, რომლებიც ჩემს წინააღდეგ უნდა მისცენ ჩვენება დგანან და ამუშავებენ. 6 საათზე უნდა იდგე კართანო და არ მიშვებენ. საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, სასამართლო დარბაზში კი არა ფოიეშიც'' - უთხრა ჟურნალისტებს მაქარაშვილმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი