სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

18 ნოემბერი 2019, 20:04 1481 ნახვა

ბარიკადები, ქვიშის ტომრები, ბოქლომები, კარვები და ჩაკეტილი შესასვლელები - სპეცრაზმის წყლის ჭავლმა და აქციის მონაწილეების დაკავებებმა ჩაანაცვლა. ოპერაცია შეძახილის „სირცხვილია“ ფონზე ჩატარდა. მედიის ცნობით დაკავებულთა შორის არიან: „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ სირაძე, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია. ჯამში 18 პირი. არიან დაშავებულები.  


სპეცრაზმელებმა პარლამენტის შესასვლელები, ძალის გამოყენებით, მიწოლის შედეგად გაათავისუფლეს. დარჩენილი მოქალაქეები კი პრაქტიკულად ალყაში მოაქციეს. მოკლედ, 20 ივნისის მოვლენებიდან ზუსტად 5 თვის თავზე, ისევ სპეცრაზმია რუსთაველზე, მოქალაქეები კი ისევ ითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებმა ჩააგდეს. ამ ფონზე ბიუროს სხდომას ატარებს უმრავლესობა. ოპოზიცია კი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
 

ცოტა ხნის წინ დატოვა ტერიტორია სპეც-ტექნიკამ, თავისუფლების მიმართულებით.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი