შაბათ-კვირას დასავლეთ საქართველოში მზიანი და თბილი ამინდი შენარჩუნდება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, გურიის მაღალმთიან სოფლებსა და სამეგრელოს სანაპირო ზოლზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ტემპერატურა +17, +22 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, უქმე დღეებში ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი.
აჭარაში უახლოეს დღეებში, მზიანი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ქარი, ფიონი, რომელიც ჰაერის მაღალ ტემპერატურას განაპირობებს და შაბათ-კვირას, აჭარის, როგორც სანაპირო, ასევე მთიან ზოლში +16, ,+21 გრადუსი იქნება.
ფოტო: ბათუმის ბულვარი