დელეგაცია საოკუპაციო ზოლში

09 სექტემბერი 2016, 00:00 2316 ნახვა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება სტუმრებს სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს. დელეგაციის წევრები  რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან მომდინარე საფრთხეებს და უკანონოდ აღმართული მავთულხლართების გამო ადგილობრივ მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებს გაეცნენ.

ამავე კატეგორიაში