უმაღლესი საბჭო პარლამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს

13 ნოემბერი 2019, 18:24 1134 ნახვა

პარლამენტის გადაწყვეტილებების ქრონოლოგიას მიჰყვება უმაღლესი საბჭოც, რა ცვლილებები მოხდება აჭარაში საარჩევნო ცვლილებების მიღების ან ჩაგდების შემთხვევაში უცნობია, მაგრამ ადგილობრივ უმრავლესობაში საუბრობენ გუნდურობის პრინციპზე და აღნიშნავენ, რომ დიდი ალბათობით გუნდი გაიზიარებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც უმრავლესობა სავარაუდოდ ხვალ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მაჟორიტართა ნაწილი არ ეთანხმება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, აცხადებენ რომ ახლა მთავარი ერთიანობაა. ოპოზიციაში კი პროცესებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშებს უკავშირებენ და ქართულ ოცნებას ცუდ მენეჯმენტში დებენ ბრალს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი