გატაცებული ორი ახალგაზრდა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება

12 ნოემბერი 2019, 20:00 1313 ნახვა

ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, დიალოგის გაგრძელებაა - ეს ერგნეთში დღეს გამართული შეხვედრის შედეგია.  მომდევნო ტექნიკური შეხვედრა, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება. ჩაკეტილი გადასასვლელების და უკანონო ბორდერიზაციის გარდა, დღის თემა საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებია.

ბოლო შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. სოფელ კოდისწყაროში 59 და 63 წლის მწყემსები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იმ დროს დააკავეს, როცა ისინი სოფლის საძოვრებზე საქონელს მწყემსავდნენ. ერთ-ერთი მწყემსი ოჯახს უკვე ცხინვალიდან დაუკავშირდა და მისი გატაცების შესახებ გააგებინა.

„მთავარის“ გადამღები ჯგუფი, დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ოჯახის წევრებთან გასაუბრებას, თუმცა მათ მედიასთან გამოჩენა არ ისურვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აცხადებენ, რომ შემთხვევის გამო ამუშავებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

ცნობისთვის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შექმნილ მდგომარეობას საშიშს უწოდებს. ამბობენ, რომ საკუთარი მიწა-წყლის დამუშავებას პრაქტიკულად ვეღარ ახერხებენ. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი