საპარლამენტო უმცირესობის ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა

12 ნოემბერი 2019, 18:03 1102 ნახვა

შტურმი ეკლესიასა და პატრიარქზე, ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია, ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები - დღის მთავარი თემა და დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი დღეს პარლამენტია. რა სისტემით ჩატარდება 20-20-ის არჩევნები? შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე გრძელდება. პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" არ მისცემს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების საბაბს. თუ ასე მოხდა,  პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს დააკისრებენ. ამ მიზეზით ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის მხარდაჭერასაც აპირებს. რამდენიმე წუთის წინ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის პროექტი კენჭისყრაზე ჩავარდა. ცნობილია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ასეთი კიდევ 40-მდე დეპუტატია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი