დღეს ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადებების გამოსაძიებლად დროებითი კომისიის შექმნის საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია, ბიუროს სხდომაზე დააყენებს.
ოპოზიცია აუცილებლად მიიჩნევს მთავრობის მაღალჩინოსნების მცდელობას, კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებაში დახმარების თხოვნაზე, დანაშაულის ნიშნების დადგენას. მთავარი პროკურორი და მმართველი გუნდი კი პროცესის დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან ამბობენ, რომ ფაქტები დროშია აცდენილი.