თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, შავი ზღვა დააბინძურა

08 ნოემბერი 2019, 10:24 1468 ნახვა

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთში ზღვა სამეურნეო-ფეკალური წლებით დააბინძურა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა 5306,40 დაემატა. 

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი