ვინ იქნება ''ქართული ოცნების'' რჩეულები აჭარაში

08 სექტემბერი 2016, 00:00 3947 ნახვა

ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, აჭარის უმაღლეს საბჭოს  არჩევნებში, ქართული ოცნების პროპორციულ  სიას  სათავეში აჭარის ჯანდაცვის ყოფილი  მინისტრი და მაჟორიტარობის კანდიდატი 70-ე ოლქში  ნუგზარ  სურმანიძე ჩაუდგება. მეორე ნომრად შესაძლოა აჭარის მთავრობის იურიდიული სამსახურის  უფროსი დათო გაბაიძე, ან განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი დასახელდნენ. პარტიის საარჩევნო სიაში მესამე ნომერი ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი რეგიონში , ირაკლი ჭეიშვილი იქნება, მეოთხე კი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის  პირველი მოადგილე ცოტნე ანანიძე იქნება, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე კი სიის მეხუთე  ნომერად მოიაზრება.  როგორც უკვე გითხარით, ეს არის ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელსაც ჯერ-ჯერობით მმართველ პარტიაში არ ადასტურებენ. პარტიამ პროპორციული  სია აჭარის უმაღლეს  საარჩევნო კომისიაში  დღეს 18 საათამდე  უნდა დაარეგისტრიროს.

ამავე კატეგორიაში