პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-18 კანდიდატს უსმენენ. დეპუტატების შეკითხვებს ქეთევან ცინცაძე პასუხობს, რომელიც მოიაზრება ე.წ- ლი „სასამართლო კლანის წევრად “ . ამასთან ცნობილია, რომ ცინცაძეს არ აქვს სამოსამართლეო გამოცდილება.
იგი ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, რომელიც ძირითადად მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს.