ნინო ქადაგიძეს კითხვები დეპუტატებმა დაუსვეს, კრიტიკული იყო ოპოზიცია

04 ნოემბერი 2019, 18:26 1429 ნახვა

ნინო ქადაგიძეს კითხვები დეპუტატებმა დაუსვეს, კრიტიკული იყო ოპოზიცია, რადგან ისინი კანდიდატს ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრად მიიჩნევენ, საინტერესოა რომ გახმაურებულ ათკაციან სიაში, რომელმაც საზოგადოებაში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია,  ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძის ინიციატივით მოხვდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გაახსენეს 2014 წლის საქმე, სადაც მან ნაციონალური მოძრაობის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიჩანაწერების გაუქმება უკანონოდ არ მიიჩნია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი