გადაინაცვლებს თუ არა სააპელაციოდან უმაღლეს ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში ნინო ქადაგიძე-ეს დეპუტატების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რომლებიც კანდიდატს უკვე რამდენიმე საათია წარსულს ახსენებენ და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ისევე როგორც წინა 15 კანდიდატს-განმარტებებს სთხოვენ.
ნინო ქადაგიძის მოსმენა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე როგორც უკვე გითხარით კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. კანდიდატი თვლის, რომ კონკურსში მონაწილეობა მისთვის ღირსების საკითხია.