დელეგაციას პირველმა ლედიმ უმასპინძლა

08 სექტემბერი 2016, 00:00 3054 ნახვა

საქართველოს პირველმა ლედიმ დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მეუღლეები მიიღო. მაკა ჩიჩუამ სტუმრებთან ერთად სასახლეში ხელნაკეთი ნივთების, ფერწერული ნამუშევრების და ფოტოების  გამოფენა დაათვალიერა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერაა შესრულებული. პირველმა ლედიმ სტუმრებს ძველი ქართული ტრადიციული სამოსის აქსესუარი - ყაბალახი უსახსოვრა. შეხვედრას პრეზიდენტის მრჩევლები და მთავრობის წევრების მეუღლეებიც ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი