ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველოში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთები დააზიანეს. ბოლო შვიდ თვეში ეს სამლოცველოს დარბევის მეორე შემთხვევაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 259–ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც „კულტურული მემკვიდრეობის საქართველოს კანონმდებლობით დაცული ძეგლის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“.
კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ძეგლი დაზიანებული არააა: „მხოლოდ შიგნითაა დამტვრეული ნივთები და დახეულია ხატები“.