ოქტომბერში, აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა 62 ფაქტი დაფიქსირდა

04 ნოემბერი 2019, 12:17 1250 ნახვა

საქართველოში, მხოლოდ ოქტომბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 237 ფაქტი კახეთში გამოვლინდა. შემდეგი სამცხე-ჯავახეთია, სადაც  კანონდარღვევის 100 შემთხვევა იყო, აჭარაში - 62, იმერეთში - 56, ქვემო ქართლში - 54, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, შიდა ქართლში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 9, გურიაში კი - 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3,000 მ3-მდე ხე-ტყე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 67 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი