ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმეს 

02 ნოემბერი 2019, 12:30 1341 ნახვა

პროკურატურაში ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყების ეს ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. პროკურატურამ „მთავარი“ არხის დირექტორს ახალი ბრალდება 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილის ეპიზოდზე წარუდგინა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, ტელეკომპანია "რუსთავი2 -ს" ზარალი მიადგა.

როგორც  ნიკა გვარამიამ განაცხადა, ავტომანქანა, რომელსაც საქმე უკავშირდება მისმა ცოლმა იყიდა, თუმცა არც კი დაუკითხავთ. პროკურატურას ამ საქმეზე არც ნიკა გვარამია დაუკითხავს. მისი თქმით, პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მოწინააღმდეგეები უნდა გაანეიტრალოს და ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ სწორედ მას აღიქვამს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი