5 თვის ბავშვის სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

02 ნოემბერი 2019, 11:39 1916 ნახვა

ბავშვის სავარაუდო გატაცება ბათუმში - დედა „მთავართან“ საუბარში ყვება , რომ 5 თვის ჩვილი მეუღლემ გაიტაცა და სავარაუდოდ, საქართველო უკვე დატოვა. როგორც ბელარუსის მოქალაქე იხსენებს, ქმარმა, რომელიც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, შვილი 24 ოქტომბერს წაიყვანა და მას შემდეგ აღარ უნახავს. ქალს ეჭვი აქვს, რომ ახალშობილის გატაცება ქორწინებამდე ჰქონდათ დაგეგმილი, პროცესებში კი მეუღლის მშობლებიც იყვნენ ჩართულები. დედის ვარაუდით, ბავშვს ჩინეთში ჩაიყვანენ და თანხის სანაცვლოდ სხვას გადასცემენ. ახალგაზრდა ქალი დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს, მას საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა სურს. დაზარალებულმა პოლიციას უკვე მიმართა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ საზღვარი ქმარმა და მეუღლის მშობლებმა ნამდვილად დატოვეს, თუმცა იყო თუ არა მათთან ერთად ბავშვი, დედა ამ საკითხზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ საუბრობს.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს  შსს-ში გვითხრეს, რომ პოლიციაში განცახდება ბავშის გაუჩინარების შესახებ შევიდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლობამდე მიყვანას გულისმობს. სხვა დეტალებზე სამართალდამცველები არ საუბრობენ.

გუშინ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთა დედა ამტკიცებდა, რომ 5 თვის შვილი მეუღლემ გაიტაცა და სავარაუდოდ, საქართველო უკვე დატოვა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი