არბიტრაჟი და მედიაცია – ბიზნესდავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების უპირატესობაზე ბათუმში იმსჯელეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს მედიაციის შესახებ.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში 20 პროცენტით გაიზარდა საარბიტრაჟო დავების რიცხვი. შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და დავების მოგვარების ცენტრის ინიციატივით შედგა.