ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის არსებითად განხილვა გრძელდება. სავარაუდოდ დღეს დაიკითხება საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე-ბაზის ბანკის თანამშრომელი.
სასამართლოში სწორედ ბაზის ბანკის წინააღმდეგ აქვს სარჩელი შეტანილი ბათუმის მერიას. რამდენად სამართლიანად გასცა "ფოინთ" ბანკის ნამდვილობაზე დადასტურება 2016 წელს "ბაზის ბანკმა" თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუმცა საქმის განხილვა დროებით შეჩერებულია.
მიზეზად საქმის განმხილველი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი დღევანდელი პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული.