30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ინტენსიურად ითოვებს.
ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, განსაკუთრებით აცივდება 2 ნოემბერს. მომდევნო სამი დღის საშუალო ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.
აჭარის სანაპირო ზოლში ხვალიდან 3 ნოემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ძლიერად, 1 და 2 ნოემბერს ღამის საათებში მთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
ტემპერატურა +12, +14 გრადუსამდე დაეცემა. ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალი ღელვა (შტორმი).