უქმე დღეებში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, დღისით უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ ღამის საათებში სითბოს ფონზე, ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა.
ჰაერის ტემპერატურა - სანაპირო ზოლში +20, +22 გრადუსი იქნება, დასავლეთის დაბლობზე +23, +25, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, (UV INDEX) სანაპირო კურორტებზე იქნება ნიშნულით #5 (საშუალო), ზღვის წყლის ტემპერატურა კი 21 გრადუსია.
ფოტო: ბათუმის ბულვარი