ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ დღეს პარლამენტში. მოსამართლეობის კანდიდატს, ძირითადად, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მის წარსულ საქმიანობაზე ეკითხებიან. ოპოზიცია უკვე წარდგენილი კანდიდატებიდან უმრავლესობას მიუღებლად მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობისთვის.
სხდომა არც დღეს მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას დეპუტატებს შორის.