ამ წუთებში TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი აჭარის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. სულხან მესხიძემ გამომძიებლებს მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ოჯახის წევრს ემუქრებიან.
მესხიძე სამართალდამცველებისგან დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს. საქმე ეხება ღურტას საბავშვო ბაღის ყოფილ გამგეს , რომელიც ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.