ამინდი, ბათუმი - როდემდე შენარჩუნდება ოქტომბრის თბილი ამინდი

21 ოქტომბერი 2019, 13:19 2114 ნახვა

უახლოეს დღეებში, საქართველოში არასტაბილური, მაგრამ თბილი ამინდი შენარჩუნდება. მომდევნო 3 დღის განმავლობაში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ღამისა და გვიან საღამოს საათებში კი მოსალოდნელია მცირე წვიმა.

ჰაერის ტემპერატურა - სანაპირო კურორტებზე +21, +23 გრადუსი იქნება, დასავლეთის დაბლობზე +23, +25, აღმოსავლეთის ბარში +22, +24 გრადუსი.

ზღვის წყლის ტემპერატურა ამ მომენტისთვის 22 გრადუსია, მზის ულტრაიისფერი ინდექსი კი Uv Index ნიშნულით #5 (საშუალო გამოსხივება).

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი