პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. ჯგუფის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. ვახტანგ გომელაურის ანგარიში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და განსახორციელებელ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამებისთვის გამოყოფილ თანხებს შეეხება.
შეხვედრა დახურულია. პარლამენტის წევრები მინისტრისთვის რამდენიმე საკითხზე კითხვების დასმას გეგმავენ, მათ შორის, 20 ივნისის მოვლენებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე.