ქობულეთში მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს - პოლიცია ქურდობის მცდელობას არ ადასტურებს

19 ოქტომბერი 2019, 13:27 1895 ნახვა

გუშინ ღამით, ქობულეთში, სოფელ  ლეღვაში ერთ-ერთ მაღაზიას მინები ჩაუმსხვრიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, უცხო პირები მაღაზიაში შეღწევას ცდილობდნენ. 

დილით მეპატრონეს ფანჯრები ჩამსხვრეული დახვდა. გურამ ანანიძე ამბობს, რომ ამჯერად მაღაზიაში ვერ შეაღწიეს თუმცა, გასულ წელს ამავე მაღაზიიდან პროდუქტი და ხურდა ფული მოიპარეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციამ მოპირდაპირედ ხეზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერიდან  ვიდეო თვალის ჩანაწერებიც ამოიღო. მათივე თქმით, კადრებზე რამდენიმე ახალგაზრდა ჩანს თუმცა მათი ამოცნობა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მაღაზიიდან წაღებული არაფერი არ არის, მათივე ინფორმაციით გამოძიება 187 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.

 

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი