კვარიათში მძიმე ტექნიკა ისევ მუშაობს

06 სექტემბერი 2016, 00:00 3356 ნახვა

ამ დრომდე გაზმომარაგების გარეშე არიან კვარიათში, სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახები. დამეწყრილ ტერიტორიებზე მერიის სამსახურები დილიდან მუშაობენ, თუმცა დიდი რაოდენობით ჩამოწოლილი მისის გამო ჩახერგილი ჩიხების ბოლომდე გაწმენდა არ მოესწრო. გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად კომპანია  “სოკარმა” უკვე დაასრულა დაზიანებული გაზის მილების აზომვა და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ მილების აღდგენა დაიწყება. ამ დროისთვის სასმელი წყლით უზრუნველყოფილია თითქმის ყველა ოჯახი, დაზიანებული წყალსაცავების აღდგენამდე წყალი დაზარალებულ მოსახლეობას დროებით სარგებლობაში მეზობლებმა მისცეს. რაც ეხება ზარალს, სტიქიის  შედეგებს მერიის  შესაბამისი კომისია უახლოეს  დღეებში დაითვლის,  რეაბილიტაციის და  ზარალის კომპენსაციის დეტალებს კი სამთავრობო კომისია განსაზღვრავს.   

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში