ლაშა კომახიძის სადავო შეთავაზების გამო დავით მამისეიშვილმა გადაწყვეტილება ხვალამდე გადადო

15 ოქტომბერი 2019, 20:11 1960 ნახვა

გაათავისუფლებენ თუ არა წინასწარი პატიმრობიდან ერმაკოვს, ვანაძეს და ლომაძეს? მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ დილით გამოაცხადებს.

ადვოკატები მერიასთან შეთანხმებას და ზიანის ასანაზღაურებლად ჩადებულ ქონებას იშველიებენ საფუძვლად, პროკურორი კი ამბობს, რომ 384 ათასი ლარის ქონებასა და ზარალის ოდენობას, ანუ მილიონ 370 ათას შორის ტოლობა არ დაისმება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება კი ახალი არსებითი გარემოება და აღკვეთის შეცვლის საფუძველი ვერ გახდება.  

ამასთან იგი ეჭვქვეშ აყენებს - რამდენად ჰქონდა ასეთი შეთანხმების ხელმოწერის უფლება ლაშა კომახიძეს, საკრებულოს თანხმობის გარეშე - სწორედ ამ კითხვის გამო გადაიფიქრა მამისეიშვილმა დღეს გადაწყვეტილების გამოცხადება და ფიქრისთვის ერთი დამატებითი დღე დაიტოვა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი