საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

06 სექტემბერი 2016, 00:00 3985 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ საკითხზე იმსჯელეს. კანონმდებლებს რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში ანზორ თხილაიშვილმა წარუდგინა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტში შემოსულობების ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, აქ პროცენტულმა მაჩვენებელმა 92% შეადგინა. ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ კვარტალურ ბიუჯეტში რამდენიმე მილიონი აუთვისებელი თანხა დარჩა, რაც შეუსრულებელმა პროგრამებმა განაპირობა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი