რესპუბლიკური საავადმყოფო მომავალ წელს გაიხსნება - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

12 ოქტომბერი 2019, 18:25 3360 ნახვა

ბათუმის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვის დაგვიანების მიზეზად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასახელებს. ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინვენტარის შესაძენად ხარჯებს სახელმწიფო გამოყოფს და მისი გახსნა მომავალ წელს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტექნიკური აღჭურვა ჯერ კიდევ შარშან იგეგმებოდა. მას შემდეგ ცვლილებები შევიდა პროექტში, თანამშრომელთა ნაწილს კი საავადმყოფოს გასხვისების ეჭვი აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში