საჯარო უწყებების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტებში დასაქმებული ადამიანებისთვის გადახდილმა თანხამ გასულ წელს საქართველოში 20 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამასთან „გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევით თანამშრომელთა რიცხვიც გაიზარდა.
ამ მიმართულებით ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, აჭარაში კი აჭარის უმაღლესი საბჭო და მთავრობის აპარატი. საუბარია წლიურად ასობით ათას ლარზე. ამ ფონზე კი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ჩივიან, რომ გაკეთებული საქმე საზოგადოებამდე ვერ მიაქვთ.
რა არის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ფუნქცია - ანუ რაში იხარჯება თანხა - მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმეების საზოგადოებამდე, თუ მედიამდე მიტანაში - პიარში, თუ მედიატორობაში?