ახალი წელი, 26 მაისი, ბათუმობა და სეზონის გახსნა - წესით ეს ის ძირითადი ღონისძიებებია, რომლებიც ბათუმში ყოველწლიურად იმართება და ხშირ შემთხვევაში თარიღებიც წინასწარაა ცნობილი, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღის, ან ახალი წლის ნაწილში - სწორედ ამ თარიღებიდან გამომდინარე ისმის კითხვა - რატომ არ აცხადებს დროულად ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი ტენდერს და რატომ აფორმებს ხელშეკრულებების დიდ ნაწილს დიდ თანხებზე გამარტივებული შესყიდვის ფორმით?
კითხვები აქვთ „გამჭვირვალობა საქართველოში“ სადაც ღიად მიუთითებენ რისკებზე და არაჯანსაღ კონკურენციაზე. ცნობისთვის, ამ ღონისძიებებისთვის სამ წელიწადში მილიონ ნახევრამდე ლარი დაიხარჯა, აქედან ნახევარზე მეტ შემთხვევაში კი სახელმწიფო უწყებებმა პირდაპირი შესყიდვის ფორმა გამოიყენეს.